ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდის შეჯიბრში საპრიზო ადგილები დაიკავეს
20-05-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდის შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს. 

მკლავჭიდში მუნიციპალიტეტის პირველობა 2004-2006 და 2007- 2009 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში" ჩატარდა. 

სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიაში წარმატებას მიაღწიეს:
 
I ადგილი - თემურ არევაძე (60კგ.);

I ადგილი - დავით მაღრაძე (60კგ.);

II ადგილი - ტარიელ არევაძე (70კგ.);
 
III ადგილი ამირან ცუცქირიძე (45კგ.).
 
სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს. მადლობას ვუხდით მასწავლებელს თორნიკე ინასარიძეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203