განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე სასკოლო კონფერენციაზე თემით - „ევროპის გაფართოება“, წარდგა
20-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ გამართულ სასკოლო კონფერენციაში მონაწილეობდა.
კონფერენცია სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. რომან სურმანიძის თემა „ევროპის გაფართოება“ იყო.
მოსწავლემ საინტერესოდ ისაუბრა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა.
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა დიდმანიძემ გადასცეს.
„მადლობა ჩემი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ - ქეთევან კომახიძეს, მხარდაჭერისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს