დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანრი ზოიძემ და ლიზა პაქსაძემ საგნობრივ კონკურსში I-II ადგილები დაიმსახურეს
20-05-2022
დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ კონკურსებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა - ანრი ზოიძემ და ლიზა პაქსაძემ ასახელეს.

შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხიჭაურის საჯარო სკოლის შენობაში შუახევის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს შორის, რაიონული საგნობრივი კონკურსების მეორე, დასკვნითი ტური ისტორიაში, სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიაში ჩატარდა.

კონკურსის ფარგლებში ისტორიაში, XI-XII კლასების მოსწავლეებს შორის I ადგილი (43 ქულა ), XI კლასელმა ანრი ზოიძემ დაიმსახურა. II ადგილი (39 ქულა) კი XI კლასელ ლიზა პაქსაძეს ერგო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203