ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ქამადაძემ საგნობრივ კონკურსში ​I ადგილი დაიკავა
20-05-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა XI კლასის მოსწავლემ, მათე ქამადაძემ ასახელა.

შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხიჭაურის საჯარო სკოლის შენობაში შუახევის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს შორის, რაიონული საგნობრივი კონკურსების მეორე, დასკვნითი ტური ისტორიაში, სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიაში ჩატარდა.

მათე ქამადაძემ გეოგრაფიაში 37 ქულით I ადგილი დაიკავა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203