მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი კლდიაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაში დიპლომი დაიმსახურა
20-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში ყოველთვის წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლემ, ნატალი კლდიაშვილმა „კინგსის“ ოლიმპიადის რიგით მეორე ჩემპიონატზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში წარმატებით იასპარეზა და დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლის პედაგოგი ინგა დარსაველიძე გახლავთ.