ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ახალგაზრდა ლიდერების ბანაკში მიდიან
20-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები „ახალგაზრდა ლიდერების მწვანე ბანაკში“ მიდიან.
ისინი, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში, კონკურსში მონაწილეობდნენ. 2 ეტაპი გაიარეს და გაიმარჯვეს, შედეგად კი ეკოკლუბის 4 წევრი ბანაკში 10 დღით მიდის.
ბანაკი cenn, ევროკავშრისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში მოეწყობა.
მწვანე ბანაკის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის,სოციალური მეწარმეობის და ახალგაზრდული აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი ლიდერული თვისებების გაძლიერება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს