წყალტუბოს N3 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
20-05-2022
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის მეთორმეტეკლასელები მშობლიურ სკოლასა და პედაგოგებს დაემშვიდობნენ.

„ბოლო ზარი“ არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც იყო, რომლებმაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს.

„ბოლო ზარები რეკავენ, ჩვენი გულებიც ფეთქავენ“... სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ სკოლას, პედაგოგებს, ლამაზ და უზრუნველ ბავშვობას სკოლის მეთორმეტეკლასელები (კლასის ხელმძღვანელი ნინო უგლავა). უამრავი სიკეთე უსურვეს თვალცრემლიანმა მასწავლებლებმა. წლევანდელი ბოლო ზარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სკოლა ცოდნის ეს პატარა ტაძარი წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203