გორას საჯარო სკოლის პედაგოგთა გაკვეთილებს, ლიდერ მასწავლებელთა ტრენერები დაესწრნენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს ტრენერები აკვირდებოდნენ.
გაკვეთილებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში მასწავლებლები გუგული ვერძაძე და ხათუნა ბერიძე უძღვებოდნენ.
მათ მიმდინარეობას USAID-ის ლიდერი მასწავლებლის ტრენერები ესწრებოდნენ.
სკოლა მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილებისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა გუგული ვერძაძესა და ხათუნა ბერიძეს საინტერესო გაკვეთილებისთვის. წარმატებები!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: