„აჭარა და მისი მრავალფეროვნება“- ფურტიოს საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
20-05-2022
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
ის, მე-5 კლასში, ისტორიის პედაგოგმა ზვიად დიასამიძემ დაგეგმა და განახორციელა.
გაკვეთილის თემა „საქართველოს კუთხეები" კერძოდ, „აჭარა და მისი მრავალფეროვნება“ იყო.
პედაგოგმა საკითხის შესახებ ამომწურავად ისაუბრა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს და გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს