„ღმერთი ჰფარავდეს თქვენს გზასა და კვალს“- თბილისის N167 სკოლის დირექტორის, ელენე ფუტკარაძის მილოცვა მე-12 კლასელებს
თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე ფუტკარაძე კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. ის არამარტო თავისი, არამედ სხვა სკოლის კურსდამთავრებულებსაც ულოცავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებას უსურვებს.
„თბილისის N167 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებს, 2022 წლის ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავ სკოლის დამთავრებას, ახალი ეტაპის დასაწყისს... მწვანე შუქი და ზურგის ქარი, თქვენს მიზნებსა და ოცნებებს... მზით გევლოთ, ცხოვრების აღმართ -დაღმართებზე, ღმერთი ჰფარავდეს თქვენს გზასა და კვალს... არ დაგლეოდეთ ბარაქა, კეთილისმსურველი.
არ დაგლეოდეთ გვერდშიმდგომი მეგობარი, დარსა და ავდარში, დღითა და ღამით. იხარეთ, იმრავლეთ, მრავალჟამიერ, ქვეყნის საკეთილდღეოდ. სიყვარულით, ელენე მასწავლებელი“,- წერს სკოლის დირექტორი ელენე ფუტკარაძე.