ქიძინიძეების საჯარო სკოლაში პოეტ ზურაბ გორგილაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
20-05-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლაში პოეტ ზურაბ გორგილაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მასში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მეშვიდეკლასლებმა თავიანთი უნარები და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

მათი კლასის დამრიგებელი რევაზ გოგიტიძეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203