ახალდაბის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ლიზი ზოიძემ ინგლისური ენის მუნიციპალურ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ლიზი ზოიძემ ინგლისური ენის მუნიციპალურ კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა.
მან კონკურსში თავისი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და დაწყებითი კლასების კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.
ლიზი ზოიძე მუნიციპალურ კონკურსში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ის ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსავლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: