ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა შეასრულეს
20-05-2022
ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ.
ამჯერად, 1-ელი - მე-3 კლასის მოსწავლეებმა სახალისო აქტივობა „ფუტკარი და პეპელა“ წარმოადგინეს. მათ დახატეს, შემდეგ კი ვიდეო გადაიღეს და პერსონაჟების როლი შეასრულეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.