დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში მყოფი მწვანე კონცხის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში მყოფი მწვანე კონცხის დაწყებით სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მე-4გ კლასის მოსწავლეება საინტერესო კომპლექსური დავალება ბუნებაში შესანიშნავად შეასრულეს.
დავალების თემა მწერების სასიცოცხლო ციკლი - ზრდა, განვითარება, მოძრაობა, გამრავლება და საბინადრო გარემო იყო.
მოსწავლეებმა პეპელა მონარქის სასიცოცხლო ციკლზე საბავშვო მოთხრობა შექმნეს.
მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ნინო ბერიძე იყო.
„ვნახეთ ვიდეო რესურსები, როგორ იზრდება პეპელა, პეპელა და ფუტკარი, პეპელა და გვირილა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები ნახატებისა და აპლიკაციების სახით დაწერეს სახალისო მოთხრობები და საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციაზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: