შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი საკითხები მეტად პრიორიტეტულია.
გარემოსდაცვითი აქტივობები სკოლაში ხშირად იმართება, რომლებშიც სასკოლო საზოგადოება ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობს.
ამჯერად, მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს .
„ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ და ვიზრუნოთ გარემოზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: