
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, ამიტომ მათ მრავალფეროვან გაკვეთილებს და სასწავლო რესურსებს სთავაზობენ.
მორიგი საინტერესო გაკვეთილი პედაგოგ იზო დევაძეს ეკუთვნის. პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: