მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრულ-შემოქმედებით ღონისძიებაზე პიესით - „დარისპანის გასაჭირი“ წარდგნენ
20-05-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით საჯარო სკოლების მხატვრული - შემოქმედებითი გუნდების დათვალიერება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი 11 სკოლა, მათ შორის მელეს საჯარო სკოლა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. დადგმული ჰქონდათ პიესა - „დარისპანის გასაჭირი“ (სვანური ინტერპრეტაცია). ბავშვებმა უამრავი მოწონება და ემოცია დაიმსახურეს.
„მადლობას ვუხდით ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს გაწეული შრომისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი სკოლის წარმატებულ პედაგოგს, მზიურა ნიჟარაძეს ბავშვების საუკეთესო წარმოდგენისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა „ლაშხეთის მგალობელთა გუნდის“ ხელმძღვანელს კახა გაზდელიანს გაწეული შრომისთვის; ჩვენს ბავშვებს წარმატებები და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს