
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გამართულ ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი როინ ებრალიძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: