„სასკოლო ბულინგი და მისი გამომწვევი მიზეზები“ - ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე იმსჯელეს
19-03-2018

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია თემაზე - „სასკოლო ბულინგი და მისი გამომწვევი მიზეზები“. 

დისკუსიაში მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

მოსწავლეებმა სკოლებში ძალადობის შემთხვევებზე კონკრეტული მაგალითები წარმოადგინეს.

ასევე ისაუბრეს, იმაზე თუ რამდენად სერიოზულად დგას ძალადობის პრობლემა ქართულ სკოლებში და რა კეთდება იმისათვის, რომ ბულინგის გამოვლინება სასწავლო დაწესებულებაში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, დისკუსია ბულინგის პრობლემაზე მოსწავლეების მეტ  ინფორმირებულობას გულისხმობდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203