
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე მარიამ რატიანი ხელოვნების ფესტივალში წარმატებით მონაწილეობისთვის ოქროს დიპლომით დაჯილდოვდა.
მოსწავლეთა შემოქმედებითი ხელოვნების ფესტივალი - „მომავალი ხელოვანი“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ლენტეხის მერიის, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა. მაში საჯარო სკოლების 31 მოსწავლე მონაწილეობდა.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდა მელეს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე მარიამ რატიანი. მან წარადგინა ნოველა თემაზე - „9 აპრილი და ომი უკრაინაში“. საუკეთესო ნაშრომისთვის მარიამ რატიანს ოქროს დიპლომი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: