
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა აქცია - „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოსწავლეები აქციაში ხალისით ჩაერთნენ და გარემოს სისუფთავეზე იზრუნეს.
იხილეთ ფოტოები: