აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა
20-05-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. ამ დღეს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. 

„ქართული მარტო ენაა?

ქართული მარტო რწმენაა?

ღმერთია!

ბედისწერაა!

ზღვა როა

იმოდენაა !“- ამ სიტყვებითა და სხვა არაერთი ლექსით მიულოცეს 14 აპრილი სასკოლო საზოგადოებას და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203