შემოქმედის საჯარო სკოლამ მოსწავლეთა 155-ე გამოშვებას გზა დაულოცა
20-05-2022
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და თითოეულმა თანამშრომელმა მოსწავლეთა 155-ე გამოშვებას, რომლებმაც სკოლა დაასრულეს გზა დაულოცა.

„ბოლო ზარი“ გამორჩეული და ძირძველი კულტურის მქონე სკოლის 20 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა.

„შემოქმედის საჯარო სკოლამ გზა დაულოცა მოსწავლეთა 155-ე გამოშვებას - გამორჩეული კულტურის, ღირებულებებისა და გარეგნობის 20 ახალგაზრდას; მათგან 6 ოქროს მედლის კანდიდატია: გიორგი ჩხატარაშვილი, ანა ერქომაიშვილი, სალომე ჩიტაიშვილი, მეგი მგელაძე, სოფო ურუშაძე, ლიზი დუმბაძე... თემისა და ქვეყნის იმედი, სიამაყე და სიხარული!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203