დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლე მათე ასლანიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
20-05-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩენაზე ადმინისტრაცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი მათე ასლანიშვილი, რომელიც შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის. მათე 5-6 წლის ასაკიდან ხატავს. მისთვის ხელოვნება განუყოფელი ნაწილია. ძირითადად ფანქრით, პორტრეტებს ხატავს, თუმცა მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ნატურმორტებ​საც. 

სკოლაში XI კლასის ნიჭიერი მოსწავლის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოსწავლის ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203