წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „ჟანგბადი“ აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
20-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10კლასში ქიმიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა - „ჟანგბადი“ ხოლო, საკითხი - „ჟანგბადის მიღება, თვისებები და გამოყენება“ იყო.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ჟანგბადის ფიზიკურ თვისებებზე, ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმენტი - „წყალბადის პეროქსიდის დაშლით ჟანგბადის მიღება“. დამატებით რესურსად გამოიყენეს ტელე სკოლის გაკვეთილები - „ჟანგბადის მიღება ბერთოლეს მარილით".

ასევე, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია ჟანგბადის ალოტროპიულ სახესხვაობაზე ოზონი, საიდანაც ისაუბრეს ოზონის შრის მნიშვნელობაზე, დაზიანებასა და აღმოფხვრის გზებზე, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ოზონის შრით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე.

ბოლოს კი მათ ააგეს ჟანგბადშემცველი ნაერთების მოდელი ბურთულღეროვანი მოდელების გამოყენებით. გაკვეთილმა საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე, და კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძე.

საგნის მასწავლებელი კი თათია ივანეიშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203