ჭალის საჯარო სკოლაში ოჯახის დაცვისა და სიწმინდის დღეები აღინიშნა
20-05-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში ოჯახის დაცვისა და სიწმინდის დღეები აღინიშნა. 

სკოლაში გაიმართა აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ ამ ორი თარიღის ოჯახის დაცვის საერთაშორისო დღისა და ოჯახის სიწმინდის დღის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს ისტორია და გამართეს დისკუსია. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„15 მაისი ოჯახის დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში კი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ 17 მაისს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203