ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგმა, არტურ მამულიანმა მე-4 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაუტარა
20-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მათემატიკის პედაგოგმა, არტურ მამულიანმა, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად მათემატიკის საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა.

მასწავლებელმა გაკვეთილი უხვად გააჯერა სხვადასხვა სახალისო აქტივობებით, რითაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის ყველა მასწავლებელს აქტიურობისთვის და მოსწავლეთა საჭიროებებზე თუ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, დაგეგმილი სწავლა-სწავლების სტრატეგიების სწორად მართვისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203