მუხრანის N1 საჯარო სკოლის კითხვის მოყვარულმა მოსწავლეებმა საინტერესო დისკუსია გამართეს
20-05-2022
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის VI- VII კლასის წიგნის კითხვის მოყვარული მოსწავლეები, პროექტის - „ერთად ვიკითხოთ წიგნები“, მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბნენ და საინტერესო დისკუსია გამართეს.

შეკრების მონაწილეებს ლუკა გურგენიშვილმა - ფარნავაზ მეფის ცხოვრება, ხოლო მარიამ პეპანაშვილმა - წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში გააცნო.

პროექტი კვლავ გრძელდება, მას თანდათან ახალი მკითხველები უერთდებიან (ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ვარდიაშვილი).

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203