ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არჩევით საგნად „ბუნების ძეგლებს“ სწავლობდნენ
20-05-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში უპირატესობა არჩევით საგანს - „ბუნების ძეგლებს“ მიანიჭეს.

საგნის მასწავლებელი ნაირა ყურშუბაძე მის შესწავლას, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მხარით აღრმავებს. მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით ეცნობიან ინფორმაციას, ამზადებენ პრეზენტაციებს სახელმწიფო ნაკრძალებზე, ეროვნულ პარკებზე და ბუნების ძეგლებზე. ხშირად ხდება მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება, აზრთა გაცვლა -გამოცვლა, გასვლითი გაკვეთილები და სხვადასხვა ხეობებისა თუ ტყეების გაცნობა, დათვალიერება.

ამჯერად, პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად დაგეგმა და ჩაატარა ექსკურსია - გაკვეთილი მტირალას ეროვნული პარკში.

„მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით. პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩნარითაა დაფარული. აქ წარმოდგენილია აჭარისთვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პალეოგენური პერიოდის, ტროპიკული ფლორის ნაშთია. ნეოგენურ პერიოდში კლიმატური ცვლილებების გამო, მრავალი ტროპიკული სახეობა გადაშენდა, ხოლო შემორჩენილმა სახეობებმა კოლხური რეფუგიუმი შექმნეს, რაც მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203