მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში II ადგილი დაიკავეს
20-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა სპორტული თამაშები მაგიდის ჩოგბურთში მეორე ადგილი მოიპოვეს და თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„მადლობას ვუხდით მოსწავლეებსა და სპორტის მასწავლებლებს. ვუსურვებთ კვლავ უამრავ წარმატებებს შემდგომ სპორტულ და სასწავლო აქტივობებში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203