ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე საინფორმაციო პლაკატი შექმნეს
20-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის III-IV კლასების მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს, რომლის ფარგლებში საინფორმაციო პლაკატი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობას სლოგანად სიტყვები - „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ გასდევდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდეს ყურადღებას აქცევენ და თითოელი მოსწავლე დედამიწაზე ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს