თბილისის N208 სკოლის მოსწავლეებმა ოსურ კულტურასა და ტრადიციებს ღონისძიება მიუძღვნეს
20-05-2022
თბილისის N208 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-91 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა გოგიაშვილი) ოსური ეთნოსის, მათი კულტურის, ტრადიციებისა და სამზარეულოს შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიებას ლაიტმოტივად უკეთესი მომავლის იმედი გასდევდა.

„ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მშვიდობიანად ახერხებენ თანაცხოვრებას. მათ შორის, ოსებიც, რომლებიც ქართველებთან ყველაზე მეტად ინტეგრირებულნი იყვნენ. თუმცა, პოსტსაბჭოთა პერიოდში ეთნიკურმა დაპირისპირებამ სურათი შეცვალა და ბევრი პრობლემა წარმოშვა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203