„სულხან-საბა ორბელიანის იგავების სამყარო“ - კალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ხარძიანის საინტერესო აქტივობა
20-05-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, მარიამ ხარძიანმა აქტივობა - „სულხან-საბა ორბელიანის იგავების სამყარო“ განახორციელა.

მეექვსეკლასელმა შექმნა კედლის გაზეთი, სადაც დაიტანა იგავები და შესაბამისი შეგონებები. გამოიყენა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები, სლაიდშოუ.

მან შეძლო იგავ-არაკის შეგონების, მთავარი სათქმელის განსაზღვრა, მისი დაკავშირება ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. მოსწავლეს განუვითარდა შემოქმედებითი უნარები, სხვადასხვა ტიპის ლექსიკური და სემანტიკური მახასიათებლები.

აქტივობის განხორციელებისას მოსწავლეს ხელმძღვანელობა გაუწია ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, კესო ქობალიამ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს ამ და სხვა ძალიან საინტერესო აქტივობებისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203