ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
19-05-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ალისუბნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდიანრეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლების - ინგა გაბრიჭიძისა და ანა ჭანტურიძის ინიციატივით, ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა, რომელსაც კომპტენტური ჟიური დაესწრო.

„შეჯიბრი გაიმართა მე-5 და მე-6 კლასებს შორის. ვიქტორინას ჰყავდა ჟიური. მათ გამოავლინეს ძლიერი გუნდები, რომლებიც ვიქტორინის მომდევნო ტურში გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. წარმატებული და აქტიური მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებითა და სიგელებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203