
2021-2022 სასწავლო წელი 20 მაისს მე-12 კლასელებისთვის ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდება. ამ დღეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N2 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარი დაირეკება და სკოლის დირექტორი, ლალაზარ აროანი, პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, etaloni.ge-ს საშუალებით უსაყვარლეს მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას წინასწარ ულოცავს:
„2021-2022 სასწავლო წელს ეშტიის N2 საჯარო სკოლას 10 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაგან 3 ოქროს მედლის კანდიდატია. წინასწარ ვულოცავთ ბავშვებს სკოლის დამთავრებას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე, - აღნიშნულია ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ლალაზარ აროიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.