რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანდრეს და სანტიაგო შაინიძეებმა მკლავჭიდის მუნიციპალურ პირველობაში წარმატებით იასპარეზეს
19-05-2022

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდის მუნიციპალურ პირველობაში წარმატებით იასპარეზეს. 

წარმატებული მოსწავლეები არიან: 

ანდრეს შაინიძე მარჯვენა ხელი ‐ პირველი ადგილი. 

სანტიაგო შაინიძე - მარცხენა ხელი - მესამე ადგილი.

მკლავჭიდში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის პირველობა 7-18 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის გაიმართა. 

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ ჩვენი სკოლის IX და XI კლასის მოსწავლეებს - ანდრეს და სანტიაგო შაინიძეებს, მკლავჭიდში ხულოს მუნიციოალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრებაში საპრიზო(IდაIII)ადგილების აღებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც. გილოცავთ კიდევ ერთხელ და მრავალი წარმატება ჩვენს საამაყო ბიჭებს!“- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203