ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლე გოგიტა ცეცხლაძემ მკლავჭიდის შეჯიბრში I ადგილი მოიპოვა
19-05-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-12 კლასის მოსწავლემ, გოგიტა ცეცხლაძემ ასახელა, რომელმაც 55 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მარცხენა მკლავით გადაწევაში მოიპოვა.

2022 წლის 17-18 მაისს დაბა ხულოს საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პირველობა - მკლავჭიდში გოგონებსა და ვაჟებს შორის, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მკლავის გადაწევაში.

„განახლების საჯარო სკოლის კოლექტივი ვულოცავთ გოგიტა ცეცხლაძესა და მასწავლებელს, გია ბოლქვაძეს ამ წარმატებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203