წყალტუბოს N1 სკოლის II კლასის მოსწავლეებს თემაზე - „თამარ - შვიდმნათობიერი“ კლასის საათი ჩაუტარდათ
19-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის II კლასში კლასის საათი - „თამარ - შვიდმნათობიერი“ ჩატარდა.

მეორეკლასელებმა თამარ მეფის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და მის შესახებ ისაუბრეს.

„პატარებმა ააფრიალეს თამარის დროინდელი დროშა. მოიძიეს მასალები მისი გამეფებისა და ღვაწლის შესახებ. ისაუბრეს „ოქროს ხანაზე“, გაიხსენეს ლექსები, სიმღერები, ლეგენდები, მეფეთ-მეფე, მზეთა-მზე, დედოფალთ-დედოფალზე​. კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა მათ სასკოლო ცხოვრებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203