სხალთის საჯარო სკოლას დეკორატიული და ენდემური ჯიშის მცენარეები აჩუქეს
19-05-2022
აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლას სხვადასხვა დეკორატიული და ენდემური ჯიშის მცენარეები საჩუქრად გადაეცა.
სკოლას საჩუქრები „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გადასცა. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ნერგები მოსწავლეებმა დარგეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის ასევე გარემოს დაცვაზე და ბუნების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა.
„სხალთის საჯარო სკოლას არაერთი მხარდაჭერა ახსოვს სოციალური პროექტის სახით კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“, თუმცა ბოლო აქტივობა განსაკუთრებით სასიამოვნო ყველასთვის. სკოლის ეზოს გამწვანების მიზნით კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საჩუქრად გადმოგვცა სხვადასხვა დეკორატიული და ენდემური ჯიშის მცენარეები.
კომპანიის წარმომადგენლებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ნერგების დარგვაში. მოსწავლეებისთვის მოაწყეს გარემოს დაცვასა და ბუნების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ბოლოს ბავშვები გაახარეს უზარმაზარი ტორტით. შეხვედრა აღნიშნული აქტივობებით ადასტურებს კომპანიასთან სკოლის მჭიდრო ურთიერთობას. მადლობა ამ ყველაფრისთვის „აჭარისწყალ ჯორჯიას“. ვიმედოვნებთ, დიდხანს გაგრძელდება ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი სასიკეთო საქმე ვაკეთოთ ერთად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს