„საჯარო გამოსვლები ალუდა ქეთელაურის სასამართლო პროცესზე“- ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
19-05-2022
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.

მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ლელა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით მე-11 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „საჯარო გამოსვლები ალუდა ქეთელაურის სასამართლო პროცესზე“ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

„ჩემი საუცხოო მე-11 კლასი. ბედნიერებაა ამ ბავშვების არსებობა ჩემს ცხოვრებაში. დავალებაზე მუშაობისას დამუშავდა სამიზნე ცნება - ჟანრი, ქვეცნება - საჯარო გამოსვლა“, - აღნიშნულია პედაგოგის, ლელა კვარაცხელიას განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203