ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ღონისძიება გამართეს
19-05-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
ღონისძიების ორგანიზატორი კი გეოგრაფიის პედაგოგი, ლიანა ჯაიანი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობენ და ბავშვები ბუნებას ყოველთვის უფრთხილდებიან.