ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ჯგუფი აბესალომ აბაშიძის ხსოვნის საღამოში მონაწილეობდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქორეოგრაფიულიმა ჯგუფმა და კულტურის სახლმა საღამო და კონცერტი გამართეს.
ღონისძიება დაღუპული აბესალომ აბაშიძის დაბადების დღეს ეძღვნებოდა. ის ავღანეთში მსახურობდა და სახლში მშვიდობით დაბრუნდა, თუმცა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.
საღამოს ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარი შანთაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ მახარაძე და მერის წარმომადგენელი რაული მახარაძე.
მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, 55 წლისა იქნებოდა. აბესალომი ავღანეთში სამხედრო სამსახურის პერიოდში დაიმსახურა ის, რომ მიიღო წითელი ვარსკვლავი ჯილდოდ, მრავალი მედალითა და ორდენით დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს ჩამოწოლილმა ღვარცოფმა ჩაიყოლია მისი სული“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: