„კეთილი სანდრო“ - წყალტუბოს N1 სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
19-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.
მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, სკოლის Iბ კლასში (პედაგოგი ნანული სილაგაძე) თემის - „კეთილი სანდრო“ კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.
პირველკლასელებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაციები გააკეთეს. მათი წერილები ნაწარმოების მთავარი გმირისადმი სიყვარულით და სითბოთი სავსე იყო. „სანდრო“ ყველა მათგანის მისაბაძი გმირი გახდა.