ძირკვაძეების საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა - საბა დეკანაძემ და ზურაბ თავართქილაძემ სვანური კოშკის მოდელი დაამზადეს
19-05-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე თემის - „სვანეთის“ შესწავლის შემდგომ მე-5 კლასის მოსწავლეებს - საბა დეკანაძეს და ზურაბ თავართქილაძეს სურვილი გაუჩნდათ საკუთარი ხელითაც სვანური კოშკი დაემზადებინათ.

მეხუთეკლასელებმა სურვილი აისრულეს და შესანიშნავი სვანური კოშკი დაამზადეს, მათმა ნამუშევარმა კი საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203