დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში არჩევით საგნად ასტრონომია ისწავლება
19-05-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეების მოთხოვნით მე-12 კლასში ყოველწლიურად არჩევით საგნად ასტრონომია ისწავლება.

პედაგოგის, მანანა ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით შემაჯამებელი გაკვეთილი ობსერვატორიაში ჩატარდა.

„მადლობას ვუხდით ობსერვატორიის ადმინისტრაციას, რომ გვეძლევა საშუალება გასვლითი გაკვეთილების ჩატარებისა. მოსწავლეები ეცნობიან ობსერვატორიის ისტორიას, ციურ სხეულებს და ტელესკოპს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203