ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში ამჯერად, თამარ კურცხალიძის ხელმძღვანელობით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც I - VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები: