ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების ფესტივალზე დიპლომებით დაჯილდოვდნენ
19-05-2022
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ფესტივალებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა: ქრისტინე ონიანმა, ნინო მუკბანიანმა და ელენე ონიანმა ასახელეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლმა მოსწავლეთა შემოქმედებითი ხელოვნების ფესტივალი - „მომავალი ხელოვანი“ ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს