ყოროლისთავის საჯარო სკოლის პედაგოგ თამილა ბერიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიენიჭა
19-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის მუდამ დაუღალავად შრომობენ.
ამჯერად, სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგს, თამილა ბერიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
თამილა ბერიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის თითოეულ წარმატებაში წვლილი შეიტანა. გამორჩეულ მადლობას, კი ყოროლისთავის დირექტორს, მედეა გოგიტიძე-ფაღავას უხდის და როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მასწავლებლობის ფასდაუდებელი პროფესია სწორედ დირექტორმა შეაყვარა.