ყოროლისთავის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
19-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის ბოლოს განსაკუთრებული ღონისძიება გამართეს.
სკოლაში პირველკლასელთათვის ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში პატარა ნიჭიერმა მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, გულო ფუტკარაძეს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.