„ჩემი უფლებები“ - თბილისის N60 საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
19-05-2022
თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, მე-8ა კლასში პროექტი „ჩემი უფლებები“ ჩატარდა. მოსწავლეებმა არგუმენტირებული ესეები დაწერეს და ის მხატვრული ნაწარმოებები განიხილეს, სადაც ეს საკითხი მძაფრადაა ასახული.

მათ თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ინფორმაცია სხებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203